დონეცკთან შეტაკებები გრძელდება – დაჭრილია 20 უკრაინელი სამხედრო
დონეცკის ოლქში, დებალცევოსთან ანტიტერორისტული ოპერაციის 20 სამხედრო დაიჭრა. ამის შესახებ ტერიტორიული თავდაცვის მე-11 ბატალიონის „კიევსკაია რუს“ მეთაურმა, პოლკოვნიკმა, ალექსეი სავჩმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაციის ძალები რუსული ჯარის ალყაში მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში 1 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 7 კი დაიჭრა.