ვახტანგ ხმალაძე: პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ყველაფერი შეთანხმებულად უნდა კეთდებოდეს

  საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებებს მმართველ გუნდში გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტან ხმალაძემ განაცხადა, მთავრობისა და პრეზიდენტის მუშაობა შეთანხმებულად უნდა ხდებოდეს.
„საინფორმაციო საშუალებებით ვკითხულობდი, რომ ამან ის თქვა იმან ის თქვა, მე მიმაჩნია, რომ ეს საერთო საქმეს ასეთი ურთიერთობა არ წაადგება და მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით კონსტიტუციითა და კანონით არ არის მკაფიოდ გამიჯნული, ვთქვთ საგარეო სფეროში პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებები, მაგრამ ის რაც არის, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ყველაფერი კეთდებოდეს შეთანხმებულად“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები