წითელმა ჯვარმა ლუგანსკში 60 ტონა პროდუქტი ჩაიტანა
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ლუგანსკში 60 ტონა პროდუქტი ჩაიტანა.
„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა რუსეთიდან და სხვა ადგილებიდან ჩატანილი ტვირთის დამატებად ლუგანსკს 60 ტონა სასურსათო დახმარება მიაწოდა. ეს დახმარება ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაანაწილა“, – ნათქვამია წითელი ჯვრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უცხოური მედიის ინფორმაციით, დაგეგმილია სხვა დახმარების გაწევაც, კერძოდ, წითელი ჯვარი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის უზრუნველყოფას აპირებს. „მოცემულ მომენტში „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მინებს, ცემენტს და სხვა მასალებს ყიდულობს იმისთვის, რათა სლავიანსკში დაახლოებით 31 000 მცხოვრების სახლის რეაბილიტაცია მოხდეს“, – აცხადებენ წითელ ჯვარში.