უკრაინელმა სამხედროებმა 20 ტერორისტი და „გრადი“ გაანადგურეს
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიუხედავად, უკანონო სამხედრო ფორმირებები ანტიტერორისტული ოპერაციის ძალების მიმართ სროლას აგრძელებენ. საპასუხო ცეცხლის დროს უკრაინელმა სამხდეროებმა 20 ტერორისტი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადი“ და 4 ნაღმტყორცნი გაანადგურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სროლა საგუშაგოების მიმართულებით დასახლებულ პუნქტებთან ნიჟნეტეპლოე, შასტიე, სტანიჩნო-ლუგანსკოე, ტრუდოვსკოე, გრანიტნოე, კრასნოგოროვკა, სლავნოე, ნოვი მირ, ნოვოსელოვკა, ნიჟნიაია კრინკა, ავდეევკა, ნოვომიხაილოვკა და აეროპორტ „დონეცკთან“ ისმოდა.