ერიკ რუბინი: გვაწუხებს ის, რომ ამდენი ყურადღება და ენერგია იხარჯება წარსულზე

  ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებას გამოეხმაურა. როგორც რუბინმა “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ამდენი ყურადღება და ენერგია იხარჯება წარსულზე.
მისივე თქმით, აშშ საქართველოს, ქართველი ხალხის, ქართული დემოკრატიისა და იმ ქართული პროექტის მეგობარია, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ ოჯახში შეყვანას ითვალისწინებს.
“გვაწუხებს ის, რომ ამდენი ყურადღება და ენერგია იხარჯება წარსულზე. ჩვენი შესაფასებელი არ არის სპეციფიკური საქმეები, მაგრამ მიგვაჩნია, რომ როდესაც ყოფილ პრეზიდენტზე, დღეს კი მნიშვნელოვან ოპოზიციურ ფიგურაზე ვსაუბრობთ, ვშიშობთ, რომ ეს საქმე საბოლოო ჯამში დააზიანებს საქართველოს ძალისხმევას, იაროს წინ და ნამდვილი დემოკრატია შექმნას. ასეთია საერთო სურათი. ჩემთვის, როგორც ამერიკელისათვის, ვფიქრობ, მიზანშეწონილი არ არის ამაზე შორს წასვლა. მიგვაჩნია, რომ საქართველომ ამ მიმართულებით უკვე დიდ პროგრესს მიაღწია. გვინდა, რომ წინსვლა გაგრძელდეს. განცხადებები, რომელიც გავაკეთეთ, გულისხმობდა მეგობრულ რჩევებს. ის არ იყო ლექცია, ინსტრუქცია, ან ჩარევა გადაწყვეტილებებში, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის მისაღებია. ჩვენი მეგობრული რჩევა კი ის არის, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტის წინაშე დგას. ეს მნიშვნელოვანი მომენტია რეგიონისთვისაც. სრულფასოვნად ამოქმედებას იწყებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. დასახულია ბევრი ამბიციური ამოცანა ევროკავშირთან ასოცირებისა და ნატო-სთან პარტნიორობის გამტკიცების, აგრეთვე ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით. ნატო-ში გაწევრიანება ძალიან მნიშვნელოვანია და მას, როგორც ყოველთვის, მტკიცედ ვუჭერთ მხარს. დღის წესრიგშია საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციის საკითხი და რაც ყველაზე მთავარია, გადასადგმელია მორიგი ნაბიჯები, რომელიც საქართველოს აქტიურ, თავისუფალ და ღია საზოგადოებამდე მიიყვანს. ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა. ქართველებმა მიღწეულით უნდა იამაყონ”, – განაცხადა რუბინმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები