ალიასკასთან რუსეთის გამანადგურებელი თვითმფრინავები გამოჩნდნენ

  ალიასკასთან ბომბდამშენი თვითმფრინავები გამოჩნდა. 2 რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავი აშშ-ს „საჰაერო თავდაცვის იდენტიფიკაციის ზონაში“ ალიასკასთან იყო შემჩნეული. უცხოური პრესის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის მანძილზე რუსული თვითმფრინავები რეგიონში არაერთხელ გამოჩნდნენ.
შემთხვევის შესახებ პენტაგონის ჩინოვნიკებიც საუბრობენ. მათი თქმით, რუსულმა თვითმფრინავებმა ამერიკელების კონტროლის ზონა იმის შემდეგ დატოვეს, რაც ჰაერში ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების გამანადგურებლები F-22 გამოჩნდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავები ალიასკის სანაპიროდან 100 კილომეტრის რადიუსში იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები