მინსკში სამშვიდობო შეთანხმების 9 პუნქტი მიიღეს

  მინსკში სპეციალური ჯგუფის მოლაპარაკებების შედეგად, ცეცხლის შეწყვეტა და უკრაინაში 30 კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონის შექმნა გადაწყდა.
მოლაპარაკებების მონაწილეებმა მემორანდუმის ტექსტი დღეს ღამით გაავრცელეს.
დოკუმენტი 9 პუნქტისგან შედგება.
1. იარაღის გამოყენების შეწყვეტა – საერთო პირობაა.
2. მხარეების სამხედრო ფორმირებების და ქვედანაყოფების შეჩერება 19 სექტემბრის მდგომარეობით მათი შეხების გზაზე.
3. ყველა სახის იარაღის გამოყენების და შეტევის აკრძალვა.
4. მემორანდუმის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში ყოველი მხრიდან არანაკლებ 15 კილომეტრის მანძილზე 100 მილიმეტრზე უფრო დიდი კალიბრის იარაღის გადატანა შეხების ზოლიდან, მათ შორის დასახლებული პუნქტებიდან, რაც არანაკლებ 30 კილომეტრის სიგანეზე იარაღის გამოუყენებლობის ზონის შექმნის საშუალებას იძლევა.
ამასთან, შეხების ზოლზე 100 მილიმეტრზე უფრო დიდი კალიბრის საარტილერიო სისტემების გადატანა სროლის მაქსიმალურ დისტანციაზე.
5. მძიმე შეიარაღების და მძიმე ტექნიკის განლაგების აკრძალვა დასახლებული პუნქტების შეზღუდული რაოდენობის რაიონში.
6. უსაფრთხოების ზონის საზღვართან ნაღმსაწინააღმდეგო ღობეების დამონტაჟების აკრძალვა, უსაფრთხოების ზონაში ადრე დაყენებული ნაღმსაწინააღმდეგო ღობეების მოხსნის ვალდებულება.
7. უსაფრთხოების ზონის თავზე საბრძოლო ავიაციის და უცხოური საფრენი აპარატების ფრენის აკრძალვა, მემორანდუმის მიღების მომენტიდან, ეუთოს აპარატების გარდა.
8. მემორანდუმის მიღების მომენტიდან 24 საათის განმავლობაში იარაღის გამოუყენებლობის ზონაში ეუთოს მონიტორინგის მისიის ამოქმედება. ზემოთხსენებული ზონის სექტორებზე დაყოფა, რომლის საზღვრების რაოდენობა ეუთოს მონიტორინგის მისიის მუშაობისთვის მომზადების პროცესში შეთანხმდეს.
9. ეუთოს მისიის თანხლებით ყველა უცხოური სამხედრო ფორმირებების, სამხედრო ტექნიკის, ასევე „ბოევიკების“ და დაქირავებული მეომრების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები