ბიზნესმენი წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს და ჩინოვნიკებსაც ასახელებს

   ბიზნესმენი გოგიტა აფციაური „თაღლაურას“ „მაჭახელას“ და სალონ „ლა ჟოლის“ მეპატრონეებს რევაზ სტურუას და მის მეუღლეს თამარ კოსტავას, თაღლითური გზით მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის მითვისებაში ადანაშაულებს, მათ მფარველ ჩინოვნიკებსაც ასახელებს და ობიექტურ სასამართლოს ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით გოგიტა აფციაურმა პორტალ „კვირას“ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ მის მიერ დასახელეული ერთ-ერთი ბიზნესმენი ყოფილი პრემიერის – ნიკა გილაურის ნათლულია.
აფციაურის თქმით, თაღლითურ სქემაში ბიზნესმენების გარდა შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა, ყოფილი პრემიერის ნიკა გილაურის მამა, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიგა მაზმიშვილი და კუდი-ს თანამშრომლებიც იყვნენ ჩართული. გოგიტა აფციაურის განცხადებით, კუთვნილი მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისთვის ის ინვესტორს ეძებდა, წინა ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა სტურუამ და კოსტავამ მას ინვესტორის მოყვანა შესთავაზეს.
„ყიფშიძეზე 1600 კვადრატულ მიწის ფართობი მქონდა და 2008 წლიდან ინვესტორს ვეძებდი. გამაცნეს თამარ კოსტა, როგორც შეძლებული და მთავრობაში გასაული ადამიანი და მითხრეს ნაკვეთი შენი – საქმე ჩვენი-ო. ის იყო რეზო სტურუას მეუღლე და მერიაში თვითონ აგვარებდა ყველაფერს. ერთ დღეს, დამიბარეს და მითხრეს, ამერიკიდან ინვესტორები ჩამოგვყავს და მიწის გადაფორმება უნდა მოხდესო. მერიიდან მშენებლობის ნებართვის ასაღებად კი მიწა ჩვენს მიერ დასახელებულ პორზე უნდა გადაფორმდესო. შემოთავაზებას დავთანხმდი. ქათამაძემ მიწა გილაურის ბანკში ჩადო და თანხა აიღო. ნიკა გილაური რევაზ სტურუას ნათლულია, გილაურის ძმა კი საქართველოს ბანკის ხელმძღვანელი. რამდენიმე თვეში, ჩემს მიწაზე 1 წლის განმავლობაში რომ მშენებლობა არ დაწყებულა, მიწის უკან დაბრუნება მოვითხოვე. სტურუამ და კოსტავამ დოკუმენტაცია გააყალბეს, ჩემს ნაცვლად ყველა დოკუმენტაციაზე ხელი კოსტავას აქვს მოწერილი. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი შანტაჟი. მუქარით მაიძულეს უარი მეთქვა მიწაზე“ – აცხადებს გვაზავა.
მისი თქმით, ის ნიკა გილაურის მამას არაერთხელ შეხვდა და მანვე, გასაჩუმებლად უშიშროების თანამშრომლებიც მიუგზავნა: „უშიშროების თანამშრომლებს წავკისში, რეზო სტურუას აგარაკზე შევხვდი, იქ დამიბარეს. მათ მითხრეს, რომ გავჩუმებულიყავი და დავა შემეწყვიტა, სანაცვლოდ კი როცა სახლი აშენდებოდა 4 ბინას და 50 000 დოლარს დამპირდნენ. ამ ყველაფრის ჩანაწერემის მაქვს. ამ საქმეში ასევე მონაწილეობდა შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიგა მაზმიშვილი და კუდი-ს თანამშრომლები, რომლებიც პატიმრობით მემუქრებოდნენ“- განაცხადა გოგიტა აფციაურმა.
დაზარალებულმა სასამართლოსაც მიმართა, თუმცა, სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ბიზნესმენის თქმით, აპირებს სააპელაციო სასამართლოსაც მიმართოს, თუმცა, ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არ აქვს, რადგანაც მისი მიწა გადაფორმდა ზვიად ნაზღაიძეზე, რომლის და – ეკატერინე ნაზღაიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.
აფციაურმა ასევე აღნიშნა, რომ მისი სიმართლის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტაცია და აუდიოჩანაწერებიც გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები