დონეცკში ჰუმანიტარული დახმარების კოლონა ჩავიდა

   დონეცკში ჰუმანიტარული დახმარების მორიგი კოლონა ჩავიდა. ამის შესახებ „იტარ-ტასი“ იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, კოლონამ გზა ინცინდენტების გარეშე გაიარა. ჰუმანიტარული დახმარება 200 მანქანაშია გადანაწილებული. ავტომობილებში საკვები პროდუქტები, მათ შორის კონსერვები, მარცვლეული, გარდა ამისა დახმარება გენერატორებს, მედიკამენტებს, თბილ ტანსაცმელს და სასმელ წყალს შეიცავს. ტვირთის საერთო წონა 2 000 ტონაა.
ტვირთის გაგზავნამდე მანქანების დასათვალიერებლად არაერთხელ იყვნენ დაპატიჟებულნი უკრაინული საბაჟოს და წითელი ჯვრის წარმომადგენლები. თუმცა მათ უარი განაცხადეს, – წერს უკრაინული პრესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები