„მზად ვარ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვანი მიღებებისთვის რეზიდენცია დავუთმო“

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროს ავლაბრის რეზიდენციის ტერიტორია დაუთმოს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში”საუბრისას განაცხადა. “მესმის, რომ ვიღაცას შეიძლება უნდოდეს ამ რეზიდენციაში შემოსვლა, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროს. სხვათა შორის, მზად ვარ იმ მომენტებში, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ექნება მნიშვნელოვანი მიღებები, რეზიდენციით ისარგებლონ. შეუძლიათ შემოვიდნენ, გააფორმონ ხელშეკრულებები – მშვენიერი ტერიტორიაა, მიიღონ სტუმრები, მზად ვარ, რომ ეს დავუთმო, თუ ეს ხდება პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი”, – განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები