მშიერმა ვეფხვებმა ზოოპარკში ახალგაზრდა გოგონა დაგლიჯეს
დიდ ბრიტანეთში, კამბრიას საგრაფოში არსებული ზოოპარკის „South Lakes Wild Animal Park“-ის ახალგაზრდა თანამშრომელი ორმა მშიერმა სუმატრულმა ვეფხვმა შეჭამეს. როგორც ცნობილი გახდა, 24 წლის სარა მაკლეი მშვიდად ალაგებდა მტაცებლების ვოლიერებს, როდესაც მავთუხლართებიდან მოულოდნელად გამომძვრალი ვეფხვი ზურგიდან თავს დაესხა. ვეფხვი სახელად პადანგი გოგონას ყელში ეცა, რა დროსაც გოგონას იქვე გამოჩენილი მეორე ვეფხვიც დაესხა თავს. მაკლეის განწირულ კივილზე სხვა თანამშრომლებიც მოცვივდნენ, მათ მოახერხეს სარა მტაცებლების ბრჭყალებისაგან დაეხსნათ, თუმცა მათი მცდელობა დაგვიანებული აღმოჩნდა. ჰოსპიტალისკენ მიმავალი ვერტმფრენში გოგონა გარდაიცვალა.
წინასწარი მონაცემებით, ტრაგედიის მიზეზი ვოლიერის და მტაცებლების გამყოფი კარის დაზიანებული საკეტი გახდა. გარდა ამისა, მტაცებლების აგრესიულობის მიზეზი მათი შიმშილი იყო. შოკისმომგვრელი ფაქტის თვითმხილველი ზოოპარკის რამდენიმე დამთვალიერებელი გახდა. მათ უკვე მისცეს ჩვენება სასამართლო პროცესზე კენდალში ( დიდი ბრიტანეთი).