გიორგი მარგველაშვილი: მე ამ დარტყმებს ემოციურად უნდა გავუძლო
მე ამ დარტყმებს ემოციურად უნდა გავუძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ტელეიმედის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, რითაც მისი მისამართით მთავრობის ზოგიერთი წევრის კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.
“დემოკრატია რთულია, დემოკრატიის სწავლა რთულია, ხელისუფლების ბალანსის შექმნა რთულია, მით უმეტეს, როცა ეს ხდება რთულ ქვეყანაში. შესაბამისად, ეს სირთულე, ალბათ, მე უნდა გადავიტანო. ამ დარტყმებს, ემოციურად მე უნდა გავუძლო, მაგრამ ხელისუფლება უნდა წავიყვანოთ იქით, რომ პრეზიდენტი ეხმარებოდეს და აძლიერებდეს თითოეულ შტოს. იყო მცდელობა რამდენიმე პოლიტიკოსის მიერ, გვარს არ დავასახელებ, რომ რაღაცნაირად მიბიძგონ და გამოვკვეთო პოლიტიკური დაპირისპირება. მაგრამ პატივცემულო პოლიტიკოსებო, კლასიკაა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის მიზანია, ხელისუფლებაში მოსვლა და ხელისუფლების მიზანია, ხელისუფლების შენარჩუნება. ეს არის ანა-ბანა პოლიტიკის”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.