გიორგი მარგველაშვილი: ბუნებრივია, გავბრაზდი
მე ხომ ტელევიზორში ვისმენდი არაერთ კონსპირაციულ თეორიას იმის თაობაზე, როგორ არასწორად ვიქცევი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა “ტელეიმედის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა და იქვე დასძინა, რომ გაბრაზდა. მარგველაშვილი ბოლო დღეების განმავლობაში მისი მისამართით ცალკეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილისგან გაცხადდა, რომ საჭიროა მასთან ამ ფორმით ურთიერთობა.
“სიტუაცია მარტივია – მე არანაირ ალიანსში არ ვარ. თუ ვინმე არასდროს არ შესულა ალიანსში “ნაციონალურ მოძრაობასთან, ეს ვარ სწორედ მე. არ ვიცი რა ინფორმაცია აქვთ. რაღა საჭირო იყო შეხმიანება? მე ხომ ტელევიზორში ვისმენდი არაერთ კონსპირაციულ თეორიას იმის თაობაზე, როგორ არასწორად ვიქცევი… ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, პირველი რეაქცია იყო ის, რომ გავბრაზდი, მერე ვიფიქრე, რომ ჩემი სწორი რეაქცია იქნებოდა, თუ ამას გადავაბიჯებდი – არაუშავსთქო. გაცხადებული იყო ბატონი ბიძინასგან, რომ საჭიროა ამ ფორმით ჩემთან ურთიერთობა, ვიღაცამ უფრო ნიჭიერად შეასრულა, ვიღაცამ უფრო ნაკლებად, ვიღაცამ საერთოდ თავი შეიკავა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, ეს ეტაპი გადავლახეთ უკვე, დამთავრდა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.