პოროშენკომ დეპუტატებს „ATO”-ს შესახებ სამწუხარო სტატისტიკური მონაცემები გააცნო

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ უმაღლესი რადას დეპუტატებს უკრაინელთათვის სამწუხარო მონაცემები წარუდგინა. “OBOZREVATEL.COM”-ის ინფორმაციით, შეხვედრა რამდენიმე დღის წინ დონბასისათვის საგანგებო სტატუსის მინიჭებამდე შედგა. სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე პოროშენკოს მიზანი უმაღლეს რადას დეპუტატების დარწმუნება იყო, რათა მათ ხმა მიეცათ დონბასის სტატუსის და ბოევიკების ამნისტიისათვის.
„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მხოლოდ ოთხ დღეში ტყვედ ჩვენი ორი ათასი მებრძოლი ჩავარდა“, – ანონიმურად განაცხადა ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა.
პარტია „უდარის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელის სიტყვებით კი, პოროშენკომ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინული სამხედრო ტექნიკის 58 %-ი განადგურებულია.
„პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინული სამხედრო ტექნიკის 58 % განადგურებულია. კიდევ იყო ინფორმაცია დაღუპულების, დეზერტირების და ტყვეების შესახებ, რომელთა გაჟღერებაც მე არ მსურს, რათა არ მოვახდინო საზოგადოების დემორალიზება“, – აღნიშნა პარტია „უდარის“ ერთ-ერთი წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ დახურულ სხდომაზე დონბასის ნაწილის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონი მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები