სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილეს და უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელეს.
სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დაზვერვის სამსახურის უფროსი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი დაესწრენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები