გიორგი მარგველაშვილი: ვისთან უნდა წავიდე ოპოზიციაში?!

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციაში წასვლას არ აპირებს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა არა კონკრეტულ ძალასთან, არამედ სქართველოსთან ოპოზიციაში ჩადგომის ტოლფასი იქნება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია “იმედის“ თოქ-შოუ “რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა. მარგველაშვილი ამით გადაცემის წამყვანის კითხვას გამოეხმაურა – აპირებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი სამომავლოდ ოპოზიციაში წასვლას.
“მოდი შევხედოთ რეალობას – მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი, არ ვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ვისთან უნდა წავიდე ოპოზიციაში?! ერთადერთი, ვისთანაც შეიძლება დავდგე ამ ნაბიჯით ოპოზიციაში, ეს არის ჩემი სამშობლო და რატომ უნდა დავდგე საქართველოსთან ოპოზიციაში? მე ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვარ, ჩემი მოვალეობაა, რომ ვემსახურო ამ ქვეყანას და ამ ხალხს იმ მანდატის ფარგლებში, რასაც კონსტიტუცია მანიჭებს. საქართველოს პრეზიდენტი არის მოვლენების ლიდერი, რას უნდა მივაღწიო ამით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები