ნიკოლა სარკოზი პოლიტიკაში ბრუნდება

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პოლიტიკაში ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერის” ავრცელებს. აღნიშნული განცხადება ექსპრეზიდენტმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა. „როიტერის“ ცნობით,  სარკოზი ოპოზიციური პარტიის ლიდერობასა და 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
“მე ვარ ჩემი პოლიტიკური ოჯახის საპრეზიდენტი კანდიდატი”, – წერს ნიკოლა სარკოზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები