მიხეილ სააკაშვილი: დიდი ოდენობის მიმდინარე შემოსავალი და დანაზოგები არ მაქვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე საბანკო ანგარიშები და ფულადი დანაზოგები არ აქვს. როგორც სააკაშვილმა “რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში “კურიერში“ ჩართვისას განაცხადა, მან მთელი დანაზოგი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დაარსებას მოახმარა.
„დიდი ოდენობის მიმდინარე შემოსავალი და დანაზოგები არ მაქვს, იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც მქონდა და მოვიპოვეთ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ჩავდეთ. მაგალითად, დღეს ამ ბიბლიოთეკაში ძალიან მაგარი ღონისძიება იყო, ასობით სტუდენტი მოვიდა. მიმდინარე ანგარიშები მე არ მაქვს. ჩემი შემოსავლები ეს არის ლექციებით აღებული თანხა, ბევრგან მიწვევენ და მიხდიან გადაადგილების ფასს, მაგრამ ცხადია ეს არ არის შემოსავალი. მე რაც მაქვს, ის მაქვს თან და ყოველდღიურად ვხარჯავ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს ქონებასთან ერთად მიმდინარე საბანკო ანგარიშებიც გაუყინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები