რუსეთის ნაკრების ფრენბურთელმა პოლონელ პარლამენტარს შეძახილისათვის „დააბრუნეთ ყირიმი!“ სახეში შეაფურთხა
ფრენბურთში რუსეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსეი სპირიდონოვმა პოლონელ პარლამენტარს შეაფურთხა. ეს ინციდენტი პოლონეთის ნაკრებთან 2:3 წაგებული მატჩისას მოხდა, სპირიდონოვი მატჩის დასასრულს მივიდა პოლონელ ქომაგებთან და ქომაგს, რომელიც მატჩისას სკანდირებდა სიტყვებს „დააბრუნეთ ყირიმი!“ სახეში შეაფურთხა. ქომაგი არც მეტი არც ნაკლები პოლონელი პარლამენტარი, პარტია „კანონი და სამართლიანობა“-ს წარმომადგენელი, დეპუტატი მარეკ მატუშევსკი გახლდათ. ამ ფაქტს სათამაშო მოედანზე დაპირისპირება მოჰყვა.
წყარო: EUROSPORT.ONET.PL