შოტლანდიის პრემიერ-მინისტრი გადადგა

შოტლანდიის პრემიერ-მინისტრი ალექს სალმონდი გადადგა. ამის შესახებ სალმონდმა ედინბურგში რეფერენდუმზე შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეების დამარცხების შემდეგ განაცხადა.
სალმონდის თქმით, ის ტოვებს პრემიერ-მინისტრის და შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერის პოსტებს. პარტიის ყოველწლიურ კონფერენციაზე ნოემბერში სალმონდი საკუთარი კანდიდატურის დაყენებას ამ ორიდან არც ერთ პოსტზე აღარ აპირებს.
„შოტლანდიური კამპანია გრძელდება. ოცნება არასდროს გაქრება“, – აღნიშნა სალმონდმა.
მან ასევე აღიარა „ნაციონალების“ დამარცხება პლებისციტში. ამასთან, სალმონდს იმედი აქვს, რომ შოტლანდიის პარლამენტის დეპუტატების რიგებში კვლავ იყრის კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები