უკრაინა „ევროვიზია 2015“-ში მონაწილეობას არ მიიღებს

უკრაინა კონკურსში „ევროვიზია“ მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური ტელეკომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
არასტაბილური ფინანსური, პოლიტიკური ვითარება, სამხედრო აგრესია აღმოსავლეთიდან, უკრაინული ტერიტორიების ანექსია – ყველა ეს პროცესი იძულებულს ხდის უკრაინის ნაციონალურ ტელეკომპანიას ერთ რამეზე მოახდინოს კონცენტრაცია: უკრაინაში საზოგადოებრივი მაუწყებლობის სწრაფ მშენებლობას მიაქციოს ყურადღება. ამასთან, ნებისმიერი ხარჯის ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს. სწორედ ამიტომ, უკრაინის ნაციონალურმა ტელეკომპანიამ სიმღერის კონკურს „ევროვიზია 2015“-ში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ „ევროვიზია 2015“ ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები