კიევში აშშ-დან ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტები ჩავლენ

მომავალ კვირაში კიევში ამერიკიდან ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტები ჩავლენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ამერიკელ კოლეგასთან ბარაკ ობამასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ენერგეტიკული საკითხები განვიხილეთ და მე შემიძლია შეგატყობინოთ, რომ მომავალ კვირას კიევში ჩვენ მივიღებთ ამერიკელი ექსპერტების გუნდს, იმისთვის, რომ ენერგეტიკის პრობლემები განვიხილოთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთთან თანამშრომლობის აღდგენა გაზის მიწოდების საკითხებზე და იმისთვის, რომ მთელი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოხდეს“, – განაცხადა პეტრე პოროშენკომ.

10711348_835859019787671_835677647_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები