აბაშის საკრებულოს დეპუტატმა ჯერ ფრაქცია “ნაციონალები” დატოვა და შემდეგ თავად პარტიაც
აბაშის საკრებულოში ფრაქცია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ამავე ფრაქციის წევრები ტოვებენ. პირველი გადაწყვეტილება ფრაქციის წევრმა თამაზ ზაქაიძემ მიიღო. მან განცხადება ფრაქციის დატოვების შესახებ დღეს შეიტანა.
აბაშის საკრებულოს წევრმა თამაზ ზაქაიძემ დღესვე ფრაქციასთან ერთად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რიგებიც დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით smo.ge თამაზ ზაქაიძეს დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ რაიონისთვის ასე ჯობია.
“დიახ, მე მივიღე აღნიშნული გადაწყვეტილება და დავტოვე აბაშის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალები” ამავე დროს დავტოვე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რიგები. დღეს მე საჭიროდ მივიჩნიე, რომ სწორედ ეს გადაწყვეტილება მიმეღო. რაიონისთვის ასე ჯობია. ჩვენი ადამიანური რესურსი არ უნდა ეწირებოდეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას. დღეს ყველაზე მეტად გვმართებს ვიბრძოლოთ ჩვენი რაიონის საკეთილდღეოდ და ვაკეთოთ საქმე, რომელიც რაიონს და ადგილობრივ მოსახლეობას წინ წაადგება”, – განაცხადა smo.ge-სთან თამაზ ზაქაიძემ.
წყარო: http://www.smoge.org/