დონეცკის ოლქში ტერორისტების 10 ინფორმატორი დააკავეს
დონეცკის ოლქში ბოლო 24 საათის განმავლობაში ტერორიზმთან დაკავშირებული 10 უკრაინის მოქალაქე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ტერორისტული საქმიანობით დასახლებულ პუნქტებში ვოლნოვახასა და კრამატორსკში დააკავეს. უკრაინის უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის აარიან არაკანონიერი ფორმირებების ინფორმატორები, სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების წევრები, პროვოკატორები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას რეგიონში დესტაბილიზაციისთვის მიმართული აქციების გამართვისკენ მიუწოდებდნენ.
ცნობილია, რომ ინფორმატორები შეკრებილ ინფორმაციას „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ შტაბს აწვდიდნენ.