შოტლანდია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში რჩება

შოტლანდია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში რჩება. გამოქვეყნდა რეფერენდუმის საბოლოო შედეგები. 32 ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგებით, დამოუკიდებლობის წინააღმდეგი 2 მილიონ 1 926 ადამიანი (55,3 %) აღმოჩნდა, შოტლანდიის დამოუკიდებლობას კი ხმა 1 მილიონ 617 989 ამომრჩეველმა (44,7 %) მისცა. საერთო ჯამში, რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩეველთა 84,59 %-მა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის პრემიერ-მინისტრმა ალექს სალმონდმა აღიარა დამარცხება. „სამწუხაროა, რომ შედეგები სწორედ ასეთი აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენ ვიღებთ შოტლანდიელი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს“, – განაცხადა სალმონდმა. თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი შოტლანდიას პოლიტიკური უფლებების გაზრდას დაჰპირდა.

10714878_835761663130740_1294479025_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები