„აშშ-სთან საქართველოს თანამშრომლობა დამოუკიდებელი, ორმხრივი თანამშრომლობაა“
საქართველოს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის დამოუკიდებელი, ორმხრივი თანამშრომლობა – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ თანამშრომლობას პრობლემები არც სამომავლოდ შეექმება.
” საქართველოს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის დამოუკიდებელი, ორმხრივი თანამშრომლობა. ჩვენ, ბუნებრივია, გვინდა უფრო მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ უკრაინას და ასეც მოხდა, მაგრამ ჩვენი სტრატეგიული სამხედრო თანამშრომლობა ვითარდება ორმხრივ ფორმატში. საბოლოოდ, ეს სენატის გადასაწყვეტია – ამ შემთხვევაში ერთადაა დაჯგუფებული ის ქვეყნები, რომლებიც ყველა უფრო მყიფე არიან ნატო-სთან ურთიერთობის კუთხით და ძალიან კარგი იქნება თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ არსებობს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია, რომლის შემადგენელი ნაწილია უსაფრთხოება და თავდაცვა. ეს თანამშრომლობა დაწყებულია. აქედან გამომდინარე, მე პრობლემებს მომავალში ვერ ვხედავ”, – აღნიშნა ალასანიამ.
ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ნატო-ს წევრობის გარეშე საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას აშშ-ის მთავარ პარტნიორად აღიარებს.