ებოლას ვირუსით წელს 2500 ადამიანი დაიღუპა

გაეროს უშიშროების საბჭო ვირუს ებოლასთან ბრძოლის ზომებს განიხილავს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, დასავლეთი აფრიკის ქვეყნებში ეპიდემიის მსხვერპლი 2500 ადამიანი გახდა. დაინფიცირდა კიდევ 5 000 ადამიანი. უცხოური პრესის მონაცემებით, წლის ბოლომდე ეს რიცხვი, შესაძლოა, 20 000-მდე გაიზარდოს.
გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო ბანკი ებოლას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 105 მილიონ დოლარს გამოყოფს. ფინანსურ დახმარებას ამ საკითხში აფრიკას ასევე აშშ, გერმანია, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები გაუწევენ. მათ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშებაშიც იღებენ მონაწილეობას.

10694887_835752513131655_1839562226_n

10706359_835752506464989_1380088291_n

10714787_835752509798322_1355821762_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები