ილოვაისკთან 7 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს
ჰუმანიტარული მისიის დროს ილოვაისკთან 6 უკრაინელი სამხედროს და 1 სამოქალაქო პირის ცხედრებია აღმოჩენილი. მიმდინარეობს იდენტიფიკაციის პროცესი, – წერს უკრაინული მედია. გავრცელებული ინფორმაციით, 5 გარდაცვლილი სამხედროვ სადესანტო ბატალიონიდან იყო.
საერთო ჯამში, 2 სექტემბრიდან დღემდე ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ნაპოვნი და ექსგუმირებულია 94 ცხედარი, მათ შორის 93 უკრაინელი სამხედრო იყო.