დევიდ ქემერონი შოტლანდიას პოლიტიკური უფლებების გაზრდას ჰპირდება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შოტლანდიას პოლიტიკური უფლებების გაფართოებას დაპირდა. ამის შესახებ ქემერონმა რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა. „იტარ-ტასის“ ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა უფლებების გაზრდა შოტლანდიას, უელსს, ინგლისს და ჩრდილოეთ ირლანდიას დაჰპირდა.