შოტლანდია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში რჩება
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფას მხარი არ დაუჭირა.
“ბიბისის” ინფორმაციით, შოტლანდიის დიდი ბრიტანეთიდან გამოყოფის წინააღმდეგ ხამ მისცა 1 914 187-მა ამომრჩეველმა, მხარი დაუჭირა- 1 539 920-მა.
საბოლოო მონაცემები უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.