პრემიერი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებით დაინტერესდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების საკითხით დაინტერესდა. უკრაინელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ მიაწოდა.
სახელმწიფო მინისტრმა პრემიერს განუმარტა, რომ უკრაინელი ბავშვები უკვე საქართველოში იმყოფებიან და ისინი ქართველმა თანატოლებმა თბილად მიიღეს. „ეს არის იმ ჰუმანიტარული დახმარების მეორე ეტაპი, რომელსაც საქართველო უკრაინას უწევს“, – განაცხადა მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა უკრაინაში მედიკამენტების გაგზავნის საკითხთან დაკავშირებით განმარტება ჯანდაცვის მინისტრსაც სთხოვა. დავით სერგეენკომ პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ჰუმანიტარული დახმარება უკვე კიევშია და უკრაინელ კოლეგასთან მუდმივი კონტაქტი აქვს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=CP0Jr2Hc_KI” width=”560″ height=”315″]