თივის ზვინები, ძროხების ბღავილი, ცხენების ჭიხვინი – წიკლაურის ბრალდება მმართველ გუნდს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური მმართველი გუნდის წევრებს ქუთაისის მიტოვებაში ადანაშაულებს. როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წიკლაურმა განაცხადა, ქუთაისში პარლამენტიც და თავად ქალაქიც მიტოვებულია.
“ქუთაისი თქვენთვის გახდა გერი. პარლამენტის გარეთ რომ გავიდეთ ამას კარგად დავინახავთ. ბუკოლიკური იდილია შექმენით: ზაფხულში თივის ზვინები, ძროხების ბღავილი, ცხენების ჭიხვინი, გაფუჭებული ავტოსადგომები. აი ეს არის სახე, რომელიც თქვენ ქუთაისს გადაუწყვიტეთ. პარლამენტიც და ქუთაისიც უპატრონოდ არის მიტოვებული. ბიზნესიც აღარ მოდის ქუთაისისკენ, რადგან არ იცის, იქნება თუ არა ამ ქალაქში პარლამენტი და სხვა სახელმწიფო ინსტიტუციები”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.