26 წლის ახალგაზრდამ “Skype”-ში მაყურებელთა თვალწინ თავი ჩამოიხრჩო
26 წლის არხანგელსკის მკვიდრმა “Skype”-ში წინასწარ შემოკრებილი მაყურებლების თვალწინ თავი ჩამოიხრჩო, – ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “1news.az ” ავრცელებს. ახალგაზრდა მამაკაცმა განაცხადა, რომ ის 26 წლისაა, ჰყავს ბავშვი, მეუღლეს კი ახლახან დასცილდა. მისი თქმით, ის საბოლოოდ დაიღალა ცხოვრებისგან და გადაწყვიტა საკუთარი სიცოცხლე დაესრულებინა. ამის შემდეგ მან დალია არაყი და ოთახში არსებულ კარებზე ჩამოკიდებულ თოკზე თავი ჩამოიხრჩო. როგორც პოლიცია იტყობინება, არცერთ მაყურებელს არ შეუტყობინებია პოლიციისათვის, რომ ადამიანი სუიციდის განხორციელებას აპირებდა.