უკრაინის მილიცია პოლიციად გადაკეთდება
უკრაინაში დაგეგმილია შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია, მათ შორის, უახლოეს მომავალში იგეგმება მილიციის პოლიციად გადაკეთება. ეს ინფორმაცია დღეს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა გაახმაურა. ავაკოვმა შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი რეფორმების ამსახველი ვიდეო-პრეზენტაციაც წარმოადგინა.