გორდონ ბრაუნმა შოტლანდიის რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო (ვიდეო)
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა გორდონ ბრაუნმა შოტლანდიის რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო. მან ხმა ერთ-ერთმა პირველმა ქალაქ კერკოლდიში, ედინბურგის მახლობლად მისცა. შენობის შესასვლელთან ბრაუნს კამპანია „არას“ მომხრეები დახვდნენ, რომლებიც შოტლანდიის გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას ითხოვენ.
სულ, რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად, 4 300 000 ადამიანი დარეგისტრირდა. ყველაზე გრძელი რიგი საარჩევნო უბნებთან ქალაქ გლაზგოში დაფიქსირდა. რეფერენდუმის საბოლოო შედეგები ხვალ, 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=GLHuJ555HPs” width=”560″ height=”315″]