ევროკავშირი უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების გადადებას აპირებს
ევროკავშირი დოკუმენტებში ცვლილებებს შეიტანს, რომ უკრაინასთან ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა გადადოს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესმდივანმა მაია კოსიანჩიჩმა განაცხადა.
„ევროკავშირის საბჭომ უნდა შეცვალოს გადაწყვეტილება, რომელიც მან 20 ივნისს უკვე მოიწონა“, – განაცხადა კოსიანჩიჩმა.
ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირის საბჭომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე თანხმობა განაცხადა, ასევე გამოკვეთა, შეთანხმების რომელი ნაწილების დროებითი გამოყენება იქნება შესაძლებელი რატიფიკაციის შემდეგ.
კოსიანჩიჩის თქმით, 12 სექტემბერს რუსეთის, უკრაინის და ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, დოკუმენტის ნაწილების დროებითი გამოყენება, რომელიც თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას ეხება, 2015 წლამდე გადაიდო.
ასოცირების შეთანხმება მთლიანად ძალაში შევა იმის შემდეგ, რაც მისი რატიფიცირება ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მიერ მოხდება.