პოროშენკო აშშ-ს უკრაინისთვის სასწრაფო სამხედრო დახმარების გაწევას სთხოვს
პეტრე პოროშენკო აშშ-ს უკრაინისთვის სასწრაფო სამხედრო დახმარების გაწევას სთხოვს. ეს იარაღის მიწოდებასაც ეხება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ს კონგრესში გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ სასწრაფოდ გვესაჭიროება უფრო მეტი სამხედრო აღჭურვილობა – როგორც ლეტალური, ასევე არალეტარული. მე აშშ-ს მივუწოდებ, უკრაინას უსაფრთხოების კუთხით განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭოს, რომელიც გამოკვეთს ურთიერთქმედებების უმაღლეს დონეს ქვეყანასთან, რომელიც ნატოს წევრი არ არის“, – აღნიშნა პოროშენკომ.