ევროპარლამენტმა რუსეთის მძაფრი კრიტიკის შემცვლელი რეზოლუცია მიიღო

 

  ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც რუსეთთან მიმართებაში ახალი თეზისებია მოყვანილი. ევროპარლამენტმა ევროკავშირს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის გადახედვისკენ მიუწოდა და ამ ქვეყნის მიმართ ერთიანი პოზიციის განმტკიცების სურვილი გამოთქვა. გარდა ამისა, ევროპარლამენტის მოსაზრებით, ევროკავშირმა სტრატეგიული პარტნიორობის კონცეფციაზე უარი უნდა თქვას და ამ საკითხში ახალი მიდგომა უნდა იპოვოს. ინტერფაქსის ინფორმაციით, ევროპარლამენტმა ევროკავშირს მიუწოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვოს იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი უკრაინაში დეესკალაციისთვის დაყენებულ პირობებს არ შეასრულებს. გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ რუსეთისთვის ახალი შეზღუდვების დაწესებისთვის, მათ შორის, ბირთვულ სფეროში თანამშრომლობიდან და სისტემა „სვიფტიდან“ რუსეთის გარიცხვაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები