„პრეზიდენტსა და მთავრობას შორის საკომუნიკაციო საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს“
„პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ინსტიტუციური თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის, საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს“- ამის შესახებ განცხადება იურისტმა ლევან ალაფიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ალაფიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში საჯარო სივრცეში წარმართულმა კამათმა დაადასტურა, რომ საკომუნიკაციოდ კანონმდებლობა მოსაწესრიგებელია. „თუ ახალ კონსტიტუციურ რეალობას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ინსტიტუციური თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის საკანონმდებლო ბაზა საერთოდ არ არსებობს. პრეზიდენტს ჰყავს საპარლამენტო მდივანი, პრეზიდენტს კი არ ჰყავს უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც მტავრობასთან კომუნიკაციას აწარმოებს. ასევე, მთავრობას არ ჰყავს ამ ფუნქციით აღჭურვილი პირი. იქედან გამომდინარე რომ დღეს პრეზიდენტი აღარ არის მთავრობის მეთაური, აღნიშნული საკითხი საკანონმდებლო დონეზე მოსაწესრიგებელია“ – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში.