ირანი ამტკიცებს, რომ ბირთვულ იარაღს არასდროს შეიმუშავებს

 

   ირანის ხელისუფლება იმის გარანტიას იძლევა, რომ ბირთვულ იარაღს არასდროს შეიმუშავებს. ამის შესახებ ერთ-ერთი რადიოსადგურისთვის მიცემულ ინტერვიუში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა განაცხადა. „ჩვენ შეწყვეტაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ირანული ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ვგულისხმობთ. საჭიროა მექანიზმების შემუშავება, რომლებიც იმის გარანტიას მოგვცემენ, რომ ირანი არასდროს არ აწარმოებს ბირთვულ იარაღს. ჩვენ მზად ვართ ეს მექანიზმები ავამოქმედოთ. თუ თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ირანმა უნდა დახუროს ბირთვული გამდიდრების პროგრამა, ეს შეუძლებელია, რადგან შეუძლებელია სამეცნიერო სამუშაოების ტექნოლოგიების დამუშავების შეწყვეტა. ჩვენ უკვე შეგვიძლია ეს. ამიტომ ყველაზე სწორი გამოსავალი – იმის გარანტირება, რომ სამშვიდობო პროგრამის რეალიზებისთვის ეს ტექნოლოგიები გამჭვირვალედ არის გამოყენებული“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები