ევროპარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაუქმებლად ხუთი პირობა დაასახელა

 

  ევროპარლამენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების პირობებზე ისმჯელა, რის შემდეგ შემუშავდა პუნქტები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც რუსეთს დაწესებული სანქციები მოეხსნება. ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, თუკი ეს პუნქტები არ შესრულდება, მაშინ ევროკავშირმა შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ მიიღოს.
ევროპარლამენტის მიერ სანქციების გაუქმების პირობები შემდეგ ხუთ პუნქტს მოიცავს: რუსი ჯარისკაცების და დაქირავებულების სრული გამოყვანა უკრაინის ტერიტორიიდან; რუსეთის მხრიდან იარაღის და ამუნიციის მიწოდების შეწყვეტა „ამბოხებულებისადმი; რუსეთის მხრიდან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა; ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვაზე საერთაშორისო კონტროლის დაწესება; უკრაინის ხელისუფლების კონტროლის აღდგენა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.
ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა წევრ-სახელმწიფოებს, არ გააუქმონ სანქციები, სანამ ყველა ეს პირობა არ შესრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები