“ჩვენი ქვეყნის პრობლემა ის კი არ არის, რამდენად მოხუცები ვართ, არამედ – რამდენად მოძველებულია ჩვენი იდეები” – ბაიდენმა ასაკთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკას უპასუხა

WASHINGTON, DC - MARCH 07: U.S. President Joe Biden delivers the State of the Union address during a joint meeting of Congress in the House chamber at the U.S. Capitol on March 07, 2024 in Washington, DC. This is Biden’s last State of the Union address before the general election this coming November. (Photo by Win McNamee/Getty Images)

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლის დასასრულ, თავის ასაკთან დაკავშირებით ოპონენტების შენიშვნებს უპასუხა.

„ჩემი კარიერის განმავლობაში მსმენია, რომ ძალიან ახალგაზრდა ან ძალიან მოხუცი ვარ. მაგრამ ახალგაზრდა ვიყავი თუ მოხუცი, ყოველთვის ვიცოდი, რა არის უცვლელი და რაც ჩვენი მეგზური ვარსკვლავია – თავად ამერიკული იდეა, რომ ჩვენ, ყველა თანაბრად ვართ შექმნილი და ვიმსახურებთ თანაბარ მოპყრობას მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე. არასოდეს გვიცხოვრია ამ იდეის შესაბამისად სრულყოფილად, მაგრამ არც არასდროს გადაგვიხვევია ამ იდეისგან და მე მას არც ახლა გადავუხვევ”, – თქვა ბაიდენმა.

მან შეერთებული შტატების მომავლის შესახებ ისაუბრა.

„ჩემო თანამემამულე ამერიკელებო! ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემა ის კი არ არის, რამდენად მოხუცები ვართ, არამედ რამდენად მოძველებულია ჩვენი იდეები. სიძულვილი, რისხვა, შურისძიება – არის ერთ-ერთი მოძველებული იდეა. არ შეიძლება ამერიკის მართვა უძველესი იდეებით, რომლებიც მხოლოდ უკან გვაბრუნებენ. იმისთვის, რომ ამერიკას უხელმძღვანელო, შესაძლებლობების ქვეყანას, თქვენ უნდა გქონდეთ მომავლის ხედვა – როგორი შეიძლება და უნდა გახდეს ამერიკა. ამ საღამოს თქვენ ჩემი ხედვა მოისმინეთ. მე ვხედავ მომავალს, რომელშიც ჩვენ ვიცავთ დემოკრატიას და არა ვზღუდავთ მას. მე ვხედავ მომავალს, რომელშიც ჩვენ აღვადგენთ არჩევანის უფლებას და დავიცვათ სხვა თავისუფლებებს, და არა წავართმევთ მათ. მე ვხედავ მომავალს, სადაც საშუალო კლასი, საბოლოოდ, მიიღებს თავის შანსს, ხოლო მდიდარი ადამიანები, საბოლოოდ, გადაიხდიან გადასახადების სამართლიან წილს. მე ვხედავ მომავალს, რომელშიც ჩვენ გადავარჩენთ პლანეტას კლიმატის კრიზისისგან და ჩვენს ქვეყანას – იარაღით ძალადობისგან. და, უპირველეს ყოვლისა, მე ვხედავ მომავალს ყველა ამერიკელისთვის! მე ვხედავ ქვეყანას ყველა ამერიკელისთვის! მე ყოველთვის ვიქნები პრეზიდენტი ყველა ამერიკელისთვის, რადგან მჯერა ამერიკის!”, – დაასკვნა ჯო ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები