“ჩვენ უნდა შევაჩეროთ პუტინი!” – ბაიდენმა კონგრესს ბოლოჯერ მიმართა

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, კონგრესს ბოლოჯერ მიმართა.

თეთრი სახლის ლიდერმა მიმართვის პირველივე წუთებში ახსენა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი და მის მიერ უკრაინაში დაწყებული აგრესიული ომი, ასევე, ისაუბრა დონალდ ტრამპზე და მის გამონათქვამებზე, ნატო-ზე, მოკავშირეებზე და სხვა.

„ჩემი წინამორბედი, ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტი, ეუბნება პუტინს, რომ შეუძლია გააკეთოს, რაც უნდა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის აღმაშფოთებელი, საშიში და მიუღებელი!” – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა ტრამპს “უტვინო და უპასუხისმგებლო” უწოდა.

„ჩვენ უნდა შევაჩეროთ პუტინი! თუ შეერთებული შტატები უკრაინას მიატოვებს, უკრაინას საფრთხე ემუქრება, ევროპას საფრთხე ემუქრება, მსოფლიოს საფრთხე ემუქრება. მინდა ვუთხრა პრეზიდენტ პუტინს, ერთი მარტივი რამ: ჩვენ არ მივატოვებთ მოკავშირეებს. თავს არ დავხრით. მე არ დავიხრები!“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის გამოსვლას ტრამპმა უკვე უპასუხა.

“პუტინის წინააღმდეგ კი არ დამდგარა, არამედ, პუტინს უკრაინა გადასცა!” – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს.

მისივე თქმით, ბაიდენი “ცრუობს ყველა მთავარ პროგრამულ პუნქტში” და, ასევე” დაადანაშაულა პრეზიდენტი იმაში, რომ მას არ სურს სამხრეთის საზღვრის პრობლემის გადაჭრა და სურს ქვეყანა ემიგრანტებით გაავსოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები