უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს, 8 მარტს, თურქეთს ეწვევა და ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, შეხვედრაზე ლიდერები უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარეობას, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი შეთანხმებიდან, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევდა შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეული უსაფრთხოდ გადაეტანა, გასული წლის ივლისში გამოვიდა და განაცხადა, რომ მისი მოთხოვნები უკეთესი პირობების შესახებ, საკუთარი საკვებისა და სასუქის ექსპორტისთვის უგულებელყოფილი იყო.