ზელენსკიმ ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში ელჩად დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში ელჩად დანიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, უკრაინის საგარეო უწყებამ ბრიტანულ მხარეს შესაბამისი მოთხოვნა უკვე გაუგზავნა.

„2024 წლის 7 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვალერი ზალუჟნის კანდიდატურა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარადგინა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანულ მხარეს შეთანხმების შესაბამისი მოთხოვნა უკვე გაუგზავნა“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე დიდ ბრიტანეთში უკრაინის ყოფილი ელჩის თანამდებობას ვადიმ პრისტაიკო იკავებდა, რომელიც აღნიშნული პოზიციიდან 2023 წლის ივლისში გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები