მსოფლიოში 2023 წელს ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა. შესაბამისი სტატისტიკის შეგროვება 2014 წლიდან დაიწყო.
გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) “დაკარგულ მიგრანტთა” პროექტის მონაცემით, 2023 წელს 8 565 მიგრანტი დაიღუპა, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტია. მანამდე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2016 წელს დაფიქსირდა, როდესაც 8 084 გარდაცვლილი იყო.
მიგრანტების დაახლოებით ნახევარი დაიხრჩო, 9% ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა და 7% – ძალადობის შედეგად.
2014 წელს ჩაშვებული პროექტის ჯამური მონაცემია 63 700-ზე მეტი დაღუპული მიგრანტი, მათი თითქმის ნახევარი ხმელთაშუა ზღვაში, მესამე ქვეყანაში მოხვედრის მცდელობისას დაიხრჩო.
მხოლოდ გასულ წელს, ამ ზღვაში – სულ მცირე 3 129 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2024 წლის ორ თვეში – 254 მიგრანტი.
ამავე დროს, IOM ხაზს უსვამს, რომ რეალური რიცხვები შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს, რადგან ამ სტატისტიკაში მხოლოდ დადასტურებული შემთხვევები ხვდება.