ქალმა ბავშვი შიმშილით მოკლა, რის გამოც სიკვდილით დასაჯეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში 38 წლის ლიზა კოულმანი სიკვდილით დასაჯეს. მას ბრალი მეგობრის 9 წლის შვილის გარდაცვალებაში ედებოდა.
ბავშვი დედასთან ერთად სწორედ კოულმანთან ცხოვრობდა. მისი ცხედარი სამართალდამცველებმა 9 წლის წინ იპოვეს. პათოლოგანატომების კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ბიჭი შიმშილით მოკვდა. 9 წლის ასაკში ის მხოლოდ 15 კილოგრამს იწონიდა. მის სხეულზე ცემის კვალიც იპოვეს.
მიმდინარე წლის განმავლობაში ლიზა კოულმანი მეორე ქალია, რომელიც შეერთებულ შტატებში სიკვდილით დასაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები