კომპანია „ეარ ფრანსმა“ რუსეთის მიმართულებით ყველა რეისი გააუქმა
ავიაკომპანია „ეარ ფრანსის“ მფრინავებმა რამდენიმე დღის წინ დაწყებული გაფიცვა კვლავ გააგრძელეს. შედეგად, გაუქმებულია შიდა და საერთაშორისო რეისების დიდი ნაწილი, მათ შორის რეისები რუსეთის მიმართულებით.
როგორც „იტარ-ტასი“ წერს, ონლაინ ტაბლოს მიხედვით, აეროპორტ შერემეტიევოს მიმართულებით 5 რეისი იყო დაგეგმილი და ხუთივე გაუქმებულია. ასევე აღარ განხორციელდება ორიდან ერთი რეისი პარიზიდან სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით და ერთადერთი პირდაპირი რეისი მერსელიდან მოსკოვში. რუსეთთან საჰაერო მიმოსვლას მხოლოდ „აეროფლოტის“ თვითმფრინავები უზრუნველყოფენ.
საერთო ჯამში „ეარ ფრანსის“ ნახევარზე მეტი რეისი აღარ შესრულდება.
შეგახსენებთ, რომ გაფიცვაში კომპანიის მფრინავების 60 % იღებს მონაწილეობას. მათი მოთხოვნა – ავიაკომპანიის რეფორმირების გეგმების გადახედვაა. ამ გეგმების თანახმად, მფრინავების ნაწილი შვილობილ კომპანიაში უნდა გადავიდნენ. მფრინავები ხელფასების დონის შენარჩუნებას და სოციალურ გარანტიებს ითხოვენ.