პუტინის განცხადება ევროპული ქალაქების 2 დღეში შესაძლო დაპყრობაზე კვლავ აქტუალურია
პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ მას 2 დღეში არა მარტო კიევის, არამედ რიგას, ვილნუსის და სხვა ევროპული ქალაქების აღება შეუძლია, უცხოური პრესაში კვლავ განიხილება. სტატია გერმანულ გამოცემაში „სუდოიჩე ზიტუნგი“ დაიბეჭდა. შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ევროკომისიის თავმჯდომარეს ჟოზე მანუელ ბაროზუს უთხრა, რომ პუტინის განცხადებით „თუ მოინდომებს, რუსეთის ჯარები ორ დღეში არა მარტო კიევში, არამედ რიგაში, ვილნუსში, ტალინში, ვარშავაში ან ბუხარესტში იქნებიან“. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ განცხადება პუტინის ადმინისტრაციამ გააკეთა. ადმინისტრაციის წარმომადგენლების განმარტებით, ეს სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგდებული და მათ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა.