„ძალიან სამწუხაროა, რომ შიდა საუბრები და მიმოწერა საჯარო ხდება“
ძალიან სამწუხაროა, რომ შიდა საუბრები და მიმოწერა საჯარო ხდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმოწერის გასაჯაროების საკითხის კომენტირებისას განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს და ამ ურთიერთობების დარეგულირების იმედი გამოთქვა. მისივე თქმით, ქვეყანაში არავითარი კრიზისი არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი2”-მა გაეროს სამიტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის არსებული მიმოწერა გამოაქვეყნა.